ფეხბურთი
ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება - დააჯარიმოს თუ არა, გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.
თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (ფრანგ. Fédération Internationale de Football Association; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში.

თავდამსხმელი (წითელ მაისურში) არღვევს დაცვას (თეთრებში) და კარში დარტყმას აპირებს. მეკარე ეცდება შეუშალოს ხელი ბურთის კარში მოხვედრას.
ბურთს
აქვს სფეროს ფორმა;
დამზადებულია ტყავისაგან ან სხვა ამ მიზნებისათვის შესაფერისი მასალისაგან;
მატჩის დაწყების მომენტში ის იწონის არაუმეტეს 450 გრამისა და არანაკლებ 410 გრამისა;
მასში ჰაერის წნევა არის 0.6 - 1.1 ატმოსფერო.

ფეხბურთელები
მატჩი ტარდება ორი გუნდის მონაწილეობით, თითოეულში მოთამაშეთა რაოდენობა არის არაუმეტეს 11-სა მეკარის ჩათვლით. მატჩი არ შეიძლება დაიწყოს, თუ რომელიმე გუნდის შემადგენლობაში შედის მხოლოდ 7 ფეხბურთელი.
ცვლილების წესი
ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის შეცვლისათვის სათადარიგოთა ფეხბურთელით საჭიროა შემდეგი წესების შესრულება:
ნებისმიერი ცვლილების შესახებ უნდა ეცნობოს მსაჯს წინასწარ;
სათადარიგო ფეხბურთელი მოედანზე გამოდის, მხოლოდ მას შემდეგ რაც შესაცვლელი ფეხბურთელი დატოვებს მოედანს, და მხოლოდ მსაჯის სიგნალის შემდეგ შემოდის შემცვლელი;
სათადარიგო ფეხბურთელი შემოდის მოედანზე მხოლოდ მოედნის შუახაზიდან გაჩერებულ თამაშზე;
ცვლილება სრულდება სათადარიგო ფეხბურთელის მოედანზე შემოსვლით;
ამ მომენტიდან სათადარიგო ფეხბურთელი ხდება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ხოლო შეცვლილი ფეხბურთელი აღარ არის ძირითადის ფეხბურთელი;
შეცვლილი ფეხბურთელი აღარ იღებს მონაწილოებას მატჩის დარჩენილ ნაწილში;
ყველა სათადარიგო ფეხბურთელი ემორჩილება მსაჯს, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი მატჩში.

დარღვევები და დასჯა
თუ სათადარიგო ფეხბურთელი გამოდის მოედანზე მსაჯის ნებართვის გარეშე:
მატჩი ჩერდება;
სათადარიგო ფეხბურთელი იღებს გაფრთხილებას ყვითელი ბარათით და მას სთავაზობენ მოედნის დატოვებას;
თამაში განახლდება სადავო ბურთის აგდებით იმ ადგილას რა ადგილასაც იყო ბურთი თამაშის შეწყვეტისას.
თუ ფეხბურთელი უცვლის ადგილს მეკარეს მსაჯის გაფრთხილების გარეშე:
თამაში გრძელდება;
როდესაც ბურთი უახლოეს მომენტში გავა თამაშიდან, შესაბამისი ფეხბურთელები მიიღებენ ყვითელ ბარათს.
ნებისმიერი სხვა სახის დარღვევისათვის ზემოთ აღნიშნული წესებისა:
შესაბამისი ფეხბურთელები მიიღებენ ყვითელ ბარათს.

სავალდებულო ელემენტები ეკიპირებისა ფეხბურთელთათვის არის:
მაისური;
ტრუსი - თუ გამოიყენება ტრუსისქვეშ ჩასაცმელიც, მაშინ ის უნდა იყოს იგივე ფერის, რა ფერისაც არის ტრუსი, წინდები, შიტები, ფეხსაცმელი. შიტები მთლიანად იფარება წინდებით, რომელიც დამზადებულია შესაბამისი მასალისაგან (რეზინა, პლასტიკი ან ანალოგიური მასალა);
უზრუნველყოფა უსაფრთხოების საკმარის დონისა ;

ეს იყო ფეხბურთზე მცირე ინფორმაცია,
მაგრამ არ იდარდოთ მომავალში
ფეხბურთის შესახებ თქვენ ჩვენი ბლოგპოსტით
კიდევ ბევრ და ბევრ ინფორმაციებს გაიგებთ
გემშვიდობებით იმედია მოგეწონათ ! ! !
No comments:
Post a Comment